დიანა ანფიმიადი-მწერლის თვალით დანახული"შტრიხების მონოპოლია"

სამყარო ისეთია,როგორც ბავშვები აღწერენ ან ისეთი უნდა იყოს.ბავშვები არასდროს იტყუებიან,განსაკუთრებულად გრძნობენ გარემოს,ამიტომ მათ ნაწერებში ყველაზე მთავარი სიმართლის ამოკითხვა შეიძლება. ერთგული მეგობარი,სამშობლოს სიყვარული,მონატრება,მარტოობა,ბუნების მოვლა,ბედნიერება,სიმამაცე ,შემოქმედება,საკუთრი სივრცე,თვითშემეცნება...საინტერესო დინამიური,ჩამთრევი ამბები ყოველდღიურობასა თუ მარადიულ იდეალებზე. ამ ყველაფერზე ბავშვები წერენ,წერენ გულწრფელად,დამაჯერებლად,დახვეწილად,პასუხისმგებლობით.

დაწვრილებით  
კრებულის შესახებ

წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია კონკურსის"ჩემი პირველი მოთხრობის" ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა ნამუშევრები. კონკურსის ორგანიზატორია,მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი,ფინანსური მხარდამჭერი-კოალიცია"განათლება ყველასათვის -საქართველო" და ფონდი გუდავაძე პატარკაციშვილი. კონკურსის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება,ახალგაზრდა შემოქმედის წახალისება. პროექტში ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 მოსწავლე. ბავშვები წერენ,ფიქრობენ,საოცარი სიტყვებით გადმოსცემენ სამყაროს,რომელსაც მთელი არსებით გრძნობენ..ისინი ელიან მკითხველს,რომ მათ სულში ჩაახედონ და კიდევ ერთხელ გაახსენონ "ადამიანად ყოფნის უპირატესობა" ეკა წულუკიძე.

დაწვრილებით  
წიგნი "შტრხების მონოპოლია"

არ გეგონოთ,რომ ეს წიგნი,რომელიმე ცნობილი ავტორის შემოქმედება იყოს,არა, ეს წიგნი შედგება 35 პატარ-პატარ მოთხრობებისგან,მათი ავტორები სკოლის მოსწავლეები არიან.ეს წიგნი კი მათი სადებიუტო კრებულია,პატარა მწერლების პირველი ნაბიჯები პროზის სამყაროში. რაზე არ ოცნებობენ,დარდობენ,მსჯელობენ პატარა მწერლები,გვიზიარებენ თავიანთ განცდებს და ცხოვრებისადმი მათ დამოკიდებულებას.რაზე არ გაიგებთ ამ წიგნში,ფრთიან ვარსკვლავებზე,შტრიხების მონოპოლიაზე,ცოცხალ წვიმაზე,სამშობლოზე,უცნაურ საგნებზე და ყველაფერზე,რაც შემოქმედ არსებებში ინერესს იწვევს.

დაწვრილებით  
გიორგი კეკელიძე-"შტრიხების მონოპოლიის შესახებ"

ხშირად დებიუტანტებზე საუბრისას ან ფრთხილ,ანაც შაბლონურ ფრაზებს ვიყენებთ და ასე გავდივართ ფონს.ამ ბავშვების შემოქმედება კი სათქმელს გვიიოლებს.ისინი საკუთარი სამყაროდან გველაპარაკებიან და ეს სამყარო იმაზე დიდიც შეიძლება კია,ვიდრე რომელიმე განთქმული რომანისტის ან მხატვრის.ეს გულწრფელობა ერთი მხრივ სილაღეს გულისხმობს,მაგრამ მეორე მხრივ არც სიღრმეს კარგავ.კითხულობ და ხვდები,ყველაზე მისალოცი საქმე სწორედ სავარაუდო ხელოვნურობის დაძლევაა,ამ გზამ მიიყვანა ბავშვები ამ ნაწარმოებებამდე და ეს გზა წაიყვანს მათ უფრო შორს,გაყვებიან თუ არა ხელოვნების რომელიმე დარგს. და მთავარი საკუთარი სამყაროს ახლოს შეგრძნებაა.ერთ-ერთი ავტორი,ოთარ ჯაფარიძე ამბობს:" ყველა სულდგმული ემორჩილებოდა თავის ინსტიქტს,მე კი ვიყავი მათზე დამკვირვებელი და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ადამიანად მოსვლის უპირატესობა-ვიყოთ პატარა ფილოსოფოსები მაინც!" სწორედ ეს არის ამ კრებულის უპირატესობაც

დაწვრილებით  
I BUILT MY SITE FOR FREE USING